შეფასების რუბრიკები
ტესტი საერთო ჯამში 30 ქულიანია.
1 სავარჯიშო,
არჩევითი ტიპის წინადადებები 5 ქულიანიანია, თითო სწორი პასუხი აშეადგენს
0.5 ქულას, სულ 10 კითხვა.
2. სავარჯიშო 10 ქულიანია, მოცემულია ზმნები ფრჩხილებში
და მოსწავლემ უნდა შეუსაბამოს წინადადებისთვის შესაბამისი ზმნის დრო და ჩასვას ზმნა
საჭირო ფორმაში. თითო სწორი პასუხი 1 ქულით ფასდება, სულ 15 კითხვაა.
3. სავარჯიშო 6 წულიანია:
წერილის შეფასების სქემა
/
მაქსიმალური
ქულა - 6 ქულა
|
აღწერა
|
6
ქულა =
|
ნაწერი
ძალიან კარგია. მოსაზრება კარგად ჩანს. გამოყენებულია
მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები და მდიდარი ლექსიკა. სრულად
პასუხობს დავალებას. შეცდომები არ არის, ან
მინიმალურია.
|
5
ქულა =
|
ნაწერი
კარგია. მოსაზრება კარგად ჩანს. გამოყენებულია
კარგი გრამატიკული სტრუქტურები და ლექსიკა. სრულად პასუხობს დავალებას. შეცდომები
უმნიშვნელოა. ან: ნაწერია
ძალიან კარგია, თუმცა პასუხი მხოლოდ ორ შეკითხვაზეა გაცემული.
|
4
ქულა =
|
ნაწერი
საშუალო დონისაა. მოსაზრება ჩანს. გამოყენებულია
საშუალო სირთულის გრამატიკული სტრუქტურები და ლექსიკა. შეცდომები
ცოტაა
(უმეტესწილად, ხელს
არ უშლის აზრის გაგებას) ან: მოცემულია პასუხების მექანიკური ჩამონათვალი. ან: ნაწერია
კარგია, თუმცა პასუხი მხოლოდ ორ შეკითხვაზეა გაცემული.
|
3
ქულა =
|
ნაწერი
საშუალოზე დაბალი დონისაა. გამოყენებულია მარტივი გრამატიკული სტრუქტურები
და ლექსიკა შეცდომები თვალშისაცემია (ხშირად ხელს უშლის აზრის
გაგებას). ან: ნაწერი საშუალო დონისაა, თუმცა პასუხი მხოლოდ ორ შეკითხვაზეა
გაცემული.
|
2
ქულა =
|
ნაწერი
სუსტია. გრამატიკა და ლექსიკა მეტად მარტივი და ერთფეროვანია, შეცდომები
ხშირია. ან: პასუხი გაცემულია მხოლოდ ერთ შეკითხვაზე ან დაწერილია მხოლოდ
2-3 ხაზი. აზრი, ზოგ შემთხვევაში, ბუნდოვანია.
|
1
ქულა =
|
ნაწერი
ძალიან სუსტია და/ან დაწერილია მხოლოდ 1-2 მოკლე
წინადადება და/ან შეცდომები დაშვებულია ყოველ წინადადებაში;
აზრი ბუნდოვანია.
|
0
ქულა =
|
ნაწერი
არ პასუხობს დავალებას ან ფურცელი ცარიელია ან მითითებულია სახელი და გვარი.
|
სავარჯიშო 4
- 4 ქულიანია, არჩევითი ტიპის წინადადებებში
მოსწავლემ ერთი სწორი სიტყვა უნდა გახაზოს. თითო სწორი პასუხი 0,5 ქულით ფასდება.
წერის სტრატეგიები
უცხ.ს.VIII.11. მოსწავლე ფლობს
და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დასმული
საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას,
ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს,
ისე რიტორიკულსა თუ სიუჟეტთან დაკავშირებულს);
·
საჭიროების
შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
·
მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა
იდეას, რომლებიც
საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
·
შეარჩევს ინფორმაციებსა
და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
·
წერს ტექსტს გეგმაზე
დაფუძნებით;
·
ტექსტის წერის პროცესში
მუდმივად აკვირდება ნაწერს, განსჯის, რამდენად ახერხებს
სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის
თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
·
ნაწერის შესწორებისას
მუდმივად ინარჩუნებს კომუნიკაციას თავის მკითხველთან, ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური
მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო
მიზანი;
·
ასწორებს იმ ენობრივ
და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს
პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს
ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან
ორთოგრაფიულ შეცდომებს;
·
ცდილობს გაამდიდროს
ნაშრომი ახალი ინფორმაციით, სხვაგვარად დააჯგუფოს რამდენიმე იდეა, ნაწილობრივ ან მთლიანად
შეცვალოს გეგმა, სიღრმისეულად შეცვალოს
ტექსტი და სხვა;
·
ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად მუდმივად ითვალისწინებს
შესაბამისობას ადრესატს, საკომუნიკაციო მიზანსა
და ტექსტს შორის;
·
აკითხებს თანაკლასელს,
მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
·
გადაათეთრებს ნაწერს;
·
იხსენებს, სხვა საგნებში
რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას,
გამოაქვს დასკვნები;
მსჯელობს, რომელ სასწავლო
თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.
უცხ.ს.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია
დაწეროს საქმიანი წერილი უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით (მაგ., წერს წერილს ახალგაზრდული ჟურნალის რედაქციას,
რომელმაც არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა; წერს ტურისტულ ბიუროს, რომლის მომსახურება არ შეესაბამებოდა რეკლამას და
სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილას მიუთითებს ავტორისა და ადრესატის
პირად მონაცემებს, კოორდინატებს, თარიღს, მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს);
·
დეტალურად
აღწერს სიტუაციას;
·
გამოხატავს
უკმაყოფილებას, აღშფოთებას;
·
სიტუაციის
გამოსასწორებლად იძლევა კონკრეტულ წინადადებებს, შეთავაზებებს;
·
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
Comments
Post a Comment